კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსური ანალიზის სამსახურში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

17 ნოემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსური ანალიზის სამსახურში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ფუნქცია-მოვალობები:

 

  • სასწავლო პროგრამის/სასერტიფიკატო კურსის ბიუჯეტის შედგენა/განახლება და შემდგომი მონიტორინგი;
  • სასწავლო პროგრამების ხელშეკრულებებში ფინანსური პირობების ჩამოყალიბება უნივერსიტეტის ინტერესების დაცვით;
  • ლექტორების ტარიფების ბაზის მონაცემთა ანალიზი და სიზუსტის კონტროლი;
  • ტარიფების განსაზღვრის და ცვლილების პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • დამტკიცებული ტარიფების ასახვის უზრუნველყოფა ბაზაში
  • ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდონით სკოლების, პროგრამების და ჯგუფების მომგებიანობების კალკულაცია და რეპორტების მომზადება;
  • ლექტორების სემესტრული და ყოველთვიური სახელფასო უწყისების მომზადება
  • ფინანსების მართვის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 1,000-1,300 ლარის ფარგლებში (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე )
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

შენიშვნა: მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, შესაძლოა ჩაუტარდეთ ტესტირება საოფისე პროგრამებსა(ექსელი) და ინგლისურ ენაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: ,, უმცროსი ფინანსური მენეჯერი’’.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის  30 ნოემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!