ვაკანსია სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსის ასისტენტის თანამდებობაზე

26 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახური აცხადებს ვაკანსიას სამსახურის  უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • მონაწილეობს სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზების პროცესში;
  • დაგეგმილი აქტივობების შესახებ კომუნიკაციას ახდენს სტუდენტებთან სამსახურის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • ორგანიზებას უწევს სტუდენტებისთვის დაგეგმილ კურიკულუმს გარე აქტივობებს (საჯარო ლექცია, ექსკურსია, სპორტული ჩემპიონატები, კონკურსები, ტრენინგები, სპექტაკლები, კონცერტები და სხვა);
  • აწარმოებს ბაზებს და მონიტორინგს უწევს დაგეგმილ აქტივობებზე (საჯარო ლექცია, ექსკურსია, სპორტული ჩემპიონატები, კონკურსები, ტრენინგები, სპექტაკლები, კონცერტები და სხვა) დასწრების მსურველთა სიებს;
  • ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებს;
  • უნივერსიტეტის სტუმრებს მასპინძლობს კამპუს ტურზე;
  • უზრუნველყოფს საჩუქრების გაცემას უნივერსიტეტის სტუმრებისთვის;
  • ჩართულია უნივერსიტეტის სასაჩუქრე ბრენდირებული ნივთების შეძენაში;
  • კომუნიკაციას ახდენს სპონსორებთან/დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა პროექტებში ჩართულობისთვის;
  • ჩართულია საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციისთვის შექმნილი პროექტების ორგანიზებაში;
  • ორგანიზებას უწევს სტუდენტურ სპორტულ ჩემპიონატებს სხვადასხვა მიმართულებით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, MS Power Point;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი საჭიროების შემთხვევაში მოკლე სამუშაო დღე, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით) ;
  • ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები),

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: „სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსის ასისტენტი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 02 აპრილის  ჩათვლით

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერი.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას. უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.