ვაკანსია საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე

20 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

 

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, რეესტრისა და საქმისწარმოების დეპარტამენტში აცხადებს    ვაკანსიას საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

      სამუშაო მოვალეობები:

 

  • უნივერსიტეტის სტუდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, კოორდინაციასა და უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაში მენეჯერისათვის დახმარების აღმოჩენა;
  • სტუდენტთა მონაცემთა ბაზის შექმნაში, წარმოებასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება (მონაცემთა შეყვანა, დამუშავება);
  • სტუდენტთა პირადი საქმეების შექმნა და მოწესრიგება;
  • მობილობაში მონაწილე სტუდენტთათვის საბუთების გამზადება;
  • სასწავლო პროცესის მენეჯერთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
  • რეესტრის სამსახურის უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

 

      საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint,
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე(ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
  • ანაზღაურება: 800-1000 ლარის (ხელზე ასაღები) ფარგლებში, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).

 

 

შენიშვნა: მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ზოგად უნარებში

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერი

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!