ბულგარეთის “International University College”-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

11 იანვარი
"MANAGE.EDU: Efficient Education Management Network of LLL in the Black Sea Basin" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში "Modern Education and LLL in Black Sea Basin" მონაწილეობა მიიღო. კონფერენციას პროექტის კოორდინატორმა უნივერსიტეტმა "International University College of Bulgaria" უმასპინძლა

კახა შენგელიამ  უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ტოდორ რადევთან შეხვედრა გამართა და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიის უნივერსიტეტსა და International University College-ს შორის სტუდენტებისა და თანამშრომლების მობილობას, ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარებას და ასევე, კარდიფის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით  ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სკოლებში სამმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას.

კავკასიის უნივერსიტეტი საგრანტო პროექტს MANAGE.EDU პროგრამის „შავი ზღვის აუზის ქვეყნები 2007–2013" ფარგლებში ახორციელებს .

{phocagallery view=category|categoryid=542|limitstart=0|limitcount=0}