პირველკურსელთა წვეულება

11 იანვარი
ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველ წელს განსხვავებული ფორმატით იმართება.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე პირველკურსელთათვის სასიამოვნო და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ორგანიზატორებმა და სპონსორებმა იზრუნეს. პროგრამა დაიწყო ანსამბლის "მოდერნი" ცეცხლოვანი ცეკვით, რასაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ბატონი კახა შენგელიას მისასალმებელი სიტყვა მოყვა. სტუდენტებს სკოლის დეკანებმაც წარუდგინეს თავი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. ღონისძიების წამყვანებმა, ნათიამ დუმბაძემ და ნინო ჭუმბურიძემ პირველკურსელებს ცეკვების კონკურსი შესთავაზეს, რომლის გამარჯვებულებს საჩუქრად ერგოთ კომპანია "ბილაინის" მიერ დაწესებული პრიზები. საღამოს ოფიციალური ნაწილი ფეიერვერკით დასრულდა.

{phocagallery view=category|categoryid=533|limitstart=0|limitcount=0}