შეხვედრა პროფესორ ანტონიო რობალოსთან

11 იანვარი
სტუმარი პორტუგალიაში პარტნიორი უნივერსიტეტის, მართვის მეცნიერებების უმაღლესი სკოლის წარმომადგენელია. ანტონიო რობალო კავკასიის უნივერსიტეტს ორი კვირით სალექციო კურსის ფარგლებში სტუმრობს.

შეხვედრის დროს ანტონიო რობალო კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან ერთად სტუდენტებს მიაწოდა დაწვრილებით ინფორმაციას ორი პარტნიორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ისტორიის, ერთობლივი პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მართვის მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტი უკვე წლებია ერთობლივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, გასულ წელს უნივერისტეტებს შორის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაც ამოქმედდა.