სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ახალი პროექტის პრეზენტაცია

11 იანვარი

ახალი ინიციატივა გულისხმობს სტუდენტურ ნაშრომთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, რომელიც ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არსებული კონცეფციის ანალოგი იქნება; ბაზაში წარმოდგენილი იქნება ყველა დარგობრივი მიმართულება; თითოეულ მიმართულებას უხელმძღვანელებს სტუდენტთა ჯგუფი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

წარმოდგენილი ბაზა მიზნად ისახავს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ულტრათანამედროვე მეთოდების დანერგვას, ასევე სტუდენტთა ნაშრომებისა და კვლევების მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამეცნიერო მუშაობის პოპულარიზაციას.

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL-ის) ბაზაზე დაფუძნდა. შეგახსნებეთ, რომ სამეცნიერო საზოგადოების მიერ შემუშავებულ ინიციატივას - შეიქმნას სტუდენტურ ნაშრომთა ერთიანი ელექტრონული ბაზა საქართველოში ანალოგი არ ყავს.

{phocagallery view=category|categoryid=543|limitstart=0|limitcount=0}