საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი

11 იანვარი

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტისაც. შეხვედრას დაესწრო გაცვლით პროგრამაზე მყოფი ყველა სტუდენტი: გიორგი ჩაკვეტაძე, მარიამ ფიფია, მარიამ ლომიძე, ლაშა ვანიშვილი, ანა მაღლაკელიძე და ნუცა ნიკოლეიშვილი.
შეხვედრაში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ, ასევე დელეგაციამ თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტიდან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მიწურულს, ელჩს შეკითხვა დაუსვა სამართლის სკოლის სტუდენტმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც შეეხებოდა ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას, ამ უკანასკნელის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით.


{phocagallery view=category|categoryid=608|limitstart=0|limitcount=0}