შეხვედრა იტალიის ელჩთან ესტონეთში

11 იანვარი

შეხვედრას დაესწრნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ჩაკვეტაძე, მარიამ ფიფია. შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მარიამ ფიფიამ შეკითხვა დაუსვა ელჩს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, ხალხების თვითგამორკვევასა და რეგიონების დამოუკიდებლობასთან მიმართებით, სახმრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის კუთხით.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა ელჩთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე ლექციას, რამდენიმე კვირის შემდეგ დაესწრო საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა ახვლედიანი.