აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორკშოპი ჩატარდა

1 აპრილი 2021

31 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემებზე:

 

  • მარკეტინგის რაობა
  • სტრატეგიის როლი ბიზნესში
  • კორპორატიული ფინანსები

 

ვორკშოპის მომხსენებლები იყვნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ერეკლე პირველი და კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორი რუსუდან ჩაჩანიძე.

 

მონაწილეებმა მოისმინეს მოკლე ლექციები და გააანალიზეს კონკრეტული შემთხვევები. ვორკშოპის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.