სათემო აქტივობა თემაზე „მედიაწიგინერება მშვიდობისთვის“

30 სექტემბერი 2026

22 სექტემბერს, პროექტის - PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, Erasmus+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში, სტუდენტური ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტში სათემო აქტივობა განხორციელდა. აქტივობის ძირითადი თემა იყო „მედიაწიგნიერება მშვიდობისთვის“, ფორმატი  კი დილემის განხილვასა და ჯგუფურ დისკუსიას მოიცავდა. აქტივობაში მონაწილეობა  მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტებმა.

 

სათემო აქტივობის ფარგლებში შეთავაზებულ დილემაზე მსჯელობა VaKE (ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლება) მეთოდოლოგიის პრინციპით წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დილემურ საკითხზე საკუთარი პირველადი აზრი გამოეთქვათ, შემდეგ კი არგუმენტირების, კრიტიკული მსჯელობისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების ფონზე ხელახლა გადაეფასებინათ განსახილველი საკითხი და  სურვილისამებრ მოეხდინათ საკუთარი შეხედულებების რევიზია.

 

დისკუსიას ფასილიტაციას უწევდნენ პროექტის მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტები - თეონა სირაძე და ნანა ზარნაძე, და მენტორები - მაია ზიბზიბაძე და ქეთევან ვასაძე.