აკადემიური კეთილსინდისიერების ვორკშოპი კავკასიის უნივერსიტეტში

19 თებერვალი 2020
                                                   

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის გიგა ხოსიტაშვილის ვორკშოპი გაიმართა, თემაზე - "რატომ არის მნიშვნელოვანი აკადემიური კეთილსინდისიერება?" (Why Academic Integrity Matters?)

 

ღონისძიება, პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელიც 19 თებერვალს აღინიშნება.

 

სპიკერმა აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის შესახებ ისაუბრა. ასევე, ვორკშოპის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორიც არის: პლაგიატის პრევენცია, პლაგიატი და სანქციები, აკადემიური წერის კურსი და მისი მნიშვნელობა.

 

ვორკშოპს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს, სპიკერმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. ღონისძების ფარგლებში, სტუდენტები, ბიბლიოთეკასა და დერეფნებში განთავსებულ ციტატებს გაეცნენ და პლაგიატის შესახებ თავიანთი აზრი მოლბერტებზე დააფიქსირეს. ამ დღესთან დაკავშირებით, დამზადდა პინები, რომლებიც პლაგიატის თემას ეხმიანებოდა.

 

გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში, პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსში გამარჯვებული და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების პოსტერები განთავსდა.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.