ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 თებერვალი 2024

5 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს ლატვიის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი ედიტე მედნე ეწვია.

 

ელჩს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.

 

მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ლატვიის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და აგრეთვე ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.