ამერიკელი ექსპერტი შეინ თიუსი სტუმრად კავკასიის მედიის სკოლაში

6 ოქტომბერი 2026

5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლას ამერიკელი ექსპერტი შეინ თიუსი ეწვია, რომელიც Logan Circle Strategies-ის პრეზიდენტი და American Enterprise Institute-ის არარეზიდენტი უფროსი მკვლევარია.

 

სტუმარს კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენლები - სტუმრის საექსპერტო სფეროები სწორედ მედიასა და ტექნოლოგიებთან იყო დაკავშირებული.

 

შეხვედრაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მისი გავლენა მედიასა და ჟურნალისტიკაზე, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები, ციფრული თავისუფლება, სოციალური მედიის როლი და ახალი ტექნოლოგიების გავლენა საინფორმაციო გარემოზე.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ახალ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც AI-ის ეპოქაში მედია და ჟურნალისტური განათლება დგას, ასევე, ტექნოლოგიებისა და მედიის მზარდ ურთიერთკავშირს. შეინ თიუსის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.