ვლადიმერ ლუარსაბიშვილის სტატია - Castilla Estudios de Literatura-ში

19 მაისი 2026
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ვლადიმერ ლუარსაბიშვილის სტატია ლიტერატურის თეორიის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში - Castilla Estudios de Literatura-ში გამოქვეყნდა (Scimago Q1).
 
სტატიაში "Ectopic literature. Beyond borders: transferability and creation" განხილულია ექტოპიკური ლიტერატურის განმარტება, მისი მახასიათებლები და კავშირები ლიტერატურის სხვა სახეებთან, როგორიცაა ინტერკულტურული ლიტერატურა, ასევე ექსტრატერიტორიული ლიტერატურა, ემიგრაციის ლიტერატურა და მიგრანტი ავტორების მიერ შექმნილი ლიტერატურა. თეორიული და კრიტიკული მეთოდოლოგიური აპარატის გამოყენებით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია ვლადიმერ ნაბოკოვის, ხუან ხელმანისა და ნიკანორ პარას ზოგიერთი ლიტერატურული ტექსტი.