მედიის სკოლის ინიციატივით, CU საერთაშორისო პროექტს შეუერთდა

31 ივლისი 2026

კავკასიის მედიის სკოლის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმის სასწავლო-კვლევით პროექტს „აღმოსავლეთ ევროპაში ჟურნალისტიკისა და მედიის კვლევების ახალი პერსპექტივები“ - „New Horizons for Journalism and Media Research in Eastern Europe“. 

 

პროექტის მიზანია ევროკავშირთან დაკავშირებული თემების ჟურნალისტური გაშუქების გაუმჯობესება ინოვაციური აკადემიური კურსებისა და ტრენინგ მოდულების დანერგვის გზით. 

 

საუნივერსიტეტო კონსორციუმს დორტმუნდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერიხ ბროსტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ინსტიტუტი  (Erich Brost Institute for International Journalism, TU Dortmund University) ხელმძღვანელობს. პროექტში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის უნივერსიტეტებთან ერთად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას უნივერსიტეტები მონაწილეობენ.