გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსის - „დაწერე: შენი საქართველო - შენი დასაბამი“ - დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსზე შემოსული 443 ნამუშევრიდან შეირჩა 25 ფინალისტი, რომელთა ნამუშევრებიც მოგვიანებით კრებულად გამოიცემა.
ფინალისტებიდან საკუთარი რჩეულები გამოავლინეს გამომცემლობა „ინტელექტის“ ავტორებმა და მთარგმნელებმა.
გიზიარებთ გამარჯვებულების, ფინალისტებისა და ავტორთა რჩეულების სიას:
- ადგილი – ნია მაცხონაშვილი, „სოფელი დიცი“;
- ადგილი – იოანე მსხილაძე, „დასაბამი – გუბისწყალი“;
- ადგილი – ელენე მალანია, „სადაც ზაფხული იწყება“.
ავტორთა და პარტნიორთა რჩეულები:
- არჩილ შენგელია, „ზღაპარი ხიდის მიღმა“ – მწერალ გიორგი კეკელიძის რჩეული;
- ანი ხატიაშვილი, „დასაბამი“ – „ინტელექტის“ საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტის, გვანცა ჯობავას რჩეული;
- თათა კიკნაძე, „წნორი“ – მთარგმნელისა და ისპანისტთა საზოგადოების პრეზიდენტის, ქეთევან ხუსკივაძის რჩეული;
- სესილი საგანელიძე, „ჩემი ფესვები“ – საქართველოში კომპანია
