13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეგოთ მეტი ფინანსების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის შესახებ და გაეცნოთ ბიზნესის სამყარო პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.
ვორკშოპს უძღვებოდნენ: კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, CU-ის მოწვეული ლექტორი ლევან შოშიაშვილი და აფილირებულ ასოცირებული პროფესორი ანა ელიზაროვა.
ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
