ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლასთან, ბელგია

31 იანვარი 2023

კავკასიის უნივერსიტეტსა და ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლას, ბელგია, (ICHEC Brussels Management School, Belgium) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, გაცვლითი ხელშეკრულება გაფორმდა პარტნიორი უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლასა და კავკასიის ბიზნესის სკოლას შორის, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის მიზნით.

 

ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლა, წამყვანი ბიზნესის სკოლაა ბრიუსელში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებზე, კვლევასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ბიზნესისა და მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლა არის პირველი ფრანგულენოვანი ბელგიური მენეჯმენტის სკოლა, რომელმაც მიიღო AACSB აკრედიტაცია.