16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით XVII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია სტუდენტების აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარება, პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის აქტუალური საკითხების განხილვა. კონფერენცია ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს აკადემიური ჟიურის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ეკა აკობია - სახელმწფო მართვის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი; დავით ბაქრაძე - სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ ჯულუხიძე - სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ციცი ჩუბინიძე - სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
- ნანა ახმტელი, ნინო ცომაია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი,მოხსენება: „პოლიკრიზისული ჯაჭვები: მმართველობა და დიპლომატია სირიის კონფლიქტიდან ევროპულ მიგრაციასა და ნაციონალიზმის ზრდიდან პოსტკონფლიქტურ სირიაში დასავლური ლეგიტიმაციის პოლიტიკამდე“
- სიდონია ლაღიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი მოხსენება: „პოლიკრიზისების ეპოქა სამი ომის მაგალითზე“;
- ლიზი კალანდია, მარიამ ძაგნიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი, მოხსენება: „ირანის ბირთვული დიპლომატია და გლობალური მმართველობის კრიზისი“;
- ნინი ნადარაია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი მოხსენება: „იომ-ქიფურის ომის დიპლომატიური მემკვიდრეობა: კისინჯერის სტრატეგიის ადაპტირების ლიმიტები თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში“;
- ნინო ცნობილაძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი მოხსენება: „ეკონომიკური დესტაბილიზაციიდან სისტემურ კრიზისებამდე: მულტილატერალური თანამშრომლობის გაკვეთილები 1970-იანი წლების კრიზისიდან“;
- ნინო გიგანი, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი მოხსენება: „ციფრული დეზინფორმაცია როგორც დიპლომატიური იარაღი პოლიკრიზისების ეპოქაში“;
- ნინო ჯიქია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი მოხსენება: „მმართველობა და დიპლომატია პოლიკრიზისების ხანაში“;
- ნინო ჯაკონია, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, II კურსი, მოხსენება: „მბრუნავი კარის პოლიტიკა საჯარო მმართველობაში: ინსტიტუციური გამოწვევები და რეგულირების მექანიზმები“;
- დიანა გათენაძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი, მოხსენება: ‘’Hungary’s Challenge to EU Collective Security during the Russia-Ukraine War“;
- სალომე კაშია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი, მოხსენება: ‘’Energy Dependence as a Geopolitical Tool in Times of Polycrisis“;
- მარიამ ჩოხელი, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი, მოხსენება: ‘’Domestic Fragmentation and Its Impact on EU Climate Policy Coordination: Analyzing the Cases of the Netherlands and Italy“;
- ანა მაკარიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, III კურსი, მოხსენება: ‘’COVID-19 as a Tool for Strengthening Authoritarian Governance in China under Xi Jinping“
კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:
- I ადგილი - ნინო ჯაკონია;
- IIადგილი - მარიამ ჩოხელი;
- III ადგილი - ნინო გიგანი.
