გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი

5 ივნისი 2018

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, გენერალი დენის მერსიე.

 

გენერალი დენის მერსიე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. გენერალმა განათლების სისტემაზე, საერთაშორისო პოლიტიკასა და საქართველოსთვის ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

აღსანიშნავია, რომ გენერალი დენის მერსიე კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” პროფესორია.

 

გენერალმა მერსიემ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად კამპუსი დაათვალიერა.

 

ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაური გენერალი დენის მერსიე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.