კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა - CUnicorn-ის მეექვსე ნაკადი დასასრულს მიუახლოვდა!
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების ანტრეპრენერული უნარებისა და ინოვაციური აზროვნების გაძლიერებას, სტარტაპ იდეების განვითარებას და მათ რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას.
პროგრამის დასკვნითი ხუთი კვირის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ თემატიკებს:
- MVP და პროტოტიპირება;
- გუნდის განვითარება;
- ციფრული მარკეტინგი;
- სტარტაპის დაფინანსება;
- ფიჩის (Pitch) მომზადება.
სესიებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები, სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ანგელოზი ინვესტორები და გამოცდილი მენტორები, მათ შორის:
- მუკა ალავიძე - TBC ბანკის AI წიგნიერებისა და ინოვაციური პროგრამების მენეჯერი
- საბა არუდაშვილი - Klics - ის თანადამფუძნებელი და CEO
- გიორგი მგელაძე - Maverick - ის CEO
- ქეთევან ხუნწარია - ანტრეპრენერი, Axel - ის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი;
- ირო ცაგარეიშვილი - Axel - ის მმართველი დირექტორი.
ასევე, პროგრამის მოწვეული სპიკერი გალხდათ ირაკლი ფხოველიშვილი, FoxPrep.ai - ის დამფუძნებელი.
პროგრამის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს დემო დღე, რომელიც 15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. დემო დღეზე პროგრამის მონაწილე 9 სტარტაპ გუნდი საკუთარი იდეით ჟიურის, ეკოსისტემის წარმომადგენლების და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგება.
