კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კიბერუსაფრთხოების ლიგა. რომელიც წლებია სეზონური პრინციპით ტარდება კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე.
ლიგის ფარგლებში, მე-10 და მე-12 კლასის 2-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებს კონკურსის პირობებში უნდა ამოეხსნათ კიბერუსაფრთხოების თემატიკის თავსატეხები, ე.წ. CTF დავალებები.
ოქტომბრის კიბერუსაფრთხოების ლიგის შედეგები:
1. პირველი ადგილი - გუნდი: Ox235c4a3e5d553b
- გიორგი კანდელაკი
- ალექსანდრე შერმაზანაშვილი
2. მეორე ადგილი - გუნდი: უტუკები
- დავით თაბაგარი
- ნიკა გრიგოლია
3. მესამე ადგილი - გუნდი: K3rn3l p@n1c
- რატი ჩხიკვაძე
- ალექსი კვარაცხელია
პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის ფულადი სასწავლო ვაუჩერები, ხოლო კიბერლიგის ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
კავკასიის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით მრავალი წელია აქტიურად უწყობს ხელს სკოლის მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარების განვითარებას და მათ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში ჩართვას.
