CSG-ის დეკანი მე-13 ტრანსევროპულ დიალოგში

11 მარტი 2024

7-8 მარტი, დუბროვნიკი, ხორვატია. კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) პრეზიდენტმა პროფ. ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო მე-13 ტრანსევროპულ დიალოგში (TED), რომელსაც უმასპინძლა ზაგრების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა.

 

TED 2024 ეხებოდა აქტუალურ თემას - „ციფრული მმართველობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: განვითარებადი პოლიტიკა, რეგულაციები და პრაქტიკა“.

 

კონფერენცია გახსნა ზაგრების უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ასოც. პროფ. ანამარია მუსამ, და პროფ. ივან კოპრიჩმა, ზაგრების სამართლის ფაკულტეტის დეკანმა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროფ. ეკა აკობიამ და EGPA-ს პრეზიდენტმა, სიენს პო ტულუზის პროფ. ჟან-მიშელ ეიმერი დუზანსმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა ქალაქ დუბროვნიკის მერმა ბ-ნმა მატო ფრანკოვიჩმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ციფრული ინსტრუმენტების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკას, მნიშვნელობას და სარგებელს ქალაქ დუბროვნიკის მმართველობაში.

 

კონფერენციის სხვადსახვა სამუშაო სესიებზე სფეროს ცნობილმა ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გაშუქებული იყოს საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო გამოსვლების შემდგომ შედგა დისკუსია მონაწილეებს შორის.

 

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ.

 

ტრანსევროპული დიალოგები (TED) არის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების სერია საჯარო ადმინისტრირების აქტუალურ თემებზე, რომლებსაც 2008 წლიდან ერთობლივად აორგანიზებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელი (NISPAcee) და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ჯგუფი (EGPA).