სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

2 ივლისი 2026

30 ივნისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წინაშე.

 

კომისიაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პროფესორები - ეკა აკობია, გიორგი ცხადაია და ემირ ეთერია, ასევე აფილირებული ასოცირებული პროფესორი - ნანა ფირცხელანი.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 


დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა:

 

  • ანა ბეჟაშვილი - ,,IMEC-ის პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაში: რეგიონული ბალანსირების დინამიკა 2023-2025 წლებში“. ხელმძღვანელი: ნიკო ქელბაქიანი, მოწვეული ლექტორი;
  • მარიამ ძირკველიშვილი - ,,ენერგეტიკული თანამშრომლობიდან სტრატეგიულ ავტონომიამდე: ევროკავშირისა და თურქეთის ენერგეტიკული ურთიერთობების გადაფასება უკრაინის ომის ფონზე“. ხელმძღვანელი: ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • ნატალია სადაღაშვილი - ,,ევროპის წამყვანი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის თავდაცვის პოლიტიკის ცვლილება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე 2022-2025 წლებში“. ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული პროფესორი;
  • ქეთევან გაბიძაშვილი - ,,იაპონიის სანქციების პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ: გავლენა სადავო კუნძულებსა და ორმხრივ ურთიერთობებზე“. ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, მოწვეული პროფესორი;
  • ნინო შერაზადიშვილი - ,,ევროკავშირის პირობითობის საზღვრები ჰიბრიდულ რეჟიმებში: დემოკრატიული რეფორმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კონვერგენცია საქართველოსა და სერბეთში (2012-2022)“. ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, მოწვეული პროფესორი;
  • გურამ გრიგალავა - ,,ჩინეთის ეკონომიკური ჩართულობა აფრიკაში: სტრატეგიული მიზნები და გავლენის მექანიზმები“. ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული პროფესორი;
  • ლაშა ბლუაშვილი - ,,რაციონალურობის აღქმის როლი რუსულ აგრესიაზე რეაგირების ფორმირებაში“. ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული პროფესორი;
  • მარიამ ამყოლაძე - ,,დიდ სახელმწიფოებში განხორციელებული ტერორისტური აქტების გავლენა მცირე სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაზე: საქართველოს შემთხვევის ანალიზი“. ხელმძღვანელი - გიორგი ცხადაია, აფილირებული ასისტენტ პროფესორი.