29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თამარ მდივნიშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„ Asymmetric Monetary Policy: DSGE Approach“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ) საჯარო დაცვა გაიმართა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- დავით კეშელავა, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
- მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
- აზერ დილანჩიევი პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ირაკლი დანელია, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ასისტენტ-პროფესორმა დავით კეშელავამ.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, თამარ მდივნიშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.
