კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მიღწევა - სერვანტესის ინსტიტუტთან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში CU-ში დელეს საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
ამიერიდან უნივერსიტეტში როგორც ქართველი, ისე უცხოელი აპლიკანტები შეძლებენ დელეს (DELE) - ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას A1, A2, B1, B2, C1, C2 საფეხურებზე.
სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს ესპანური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას ესპანურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას სერვანტესის ინსტიტუტთან სხადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიზნით.
