კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და ტურიზმის სკოლის ჩართულობით, 4-5 ივნისს გაიმართა „ციფრული ტურიზმის იდეათონ 2026“, რომელმაც ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტები, მენტორები და ინდუსტრიის წარმომადგენლები გააერთიანა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის შესაძლებლობის შექმნას, ემუშავათ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის რეალურ გამოწვევებზე, გამოეყენებინათ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები და შეექმნათ ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
იდეათონის მთავარი სტუმარი და სპიკერი იყო Dipra Jha, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც მონაწილეებს ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა და საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
იდეათონი განხორციელდა BOH Concepts-ის მხარდაჭერით - სიეტლში დაფუძნებული Hospitality Workforce Solutions კომპანიის, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს რეალურ ინდუსტრიულ ქეისებზე. ორი დღის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ გამოცდილ მენტორებთან, მიეღოთ უკუკავშირი, დაეხვეწათ საკუთარი იდეები და შეემუშავებინათ ინოვაციური გადაწყვეტები.
იდეათონში აქტიურად იყვნენ ჩართულები კავკასიის უნივერისტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორები და ლექტორები, ასევე სტარტაპ Consiergia - ს დამფუძნებლები.
- გიორგი სანიკიძე - „GNSS & Partners“-ის აღმასრულებელი დირექტორი და Conciergia-ს მმართველი პარტნიორი.
- ნათია სილიკაშვილი - EY-ის აუდიტის მენეჯერი, AI სტარტაპ Conciergia-ს დამფუძნებელი
- ნატა რობიტაშვილი - ტურიზმის სექტორის სპეციალისტი, ეკო და მდგრადი ტურიზმის მიმართულების ექსპერტი.
- ნინო თიგიშვილი - ეკო და აგროტურიზმის ექსპერტი, „Tigi's Home“-ის დამფუძნებელი და მენტორი.
- გიორგი ბრეგაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმის მკვლევარი და საერთაშორისო პროექტების კონსულტანტი.
დასკვნით ეტაპზე გუნდებმა საკუთარი გადაწყვეტილებები ჟიურის წინაშე წარადგინეს. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იდეების ინოვაციურობას, პრაქტიკულობას, ტექნოლოგიური კომპონენტის გამოყენებასა და ტურიზმის სექტორზე შესაძლო გავლენას.
ჟიურის წევრები:
- Dipr Jha - ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (WSU) ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო განათლების ექსპერტი, ტურიზმის, მასპინძლობისა და AI მიმართულების სპეციალისტი.
- ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და სტარტაპ მენტორი.
- აკაკი კაპანაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
ფინალური პრეზენტაციების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვნენ, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- I ადგილი - Paigo | 1500 GEL
- II ადგილი - Gza | 1200 GEL
- III ადგილი - Frena | 900 GEL
ღონისძიებამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა არა მხოლოდ შეექმნათ ახალი იდეები, არამედ ემუშავათ რეალურ გამოწვევებზე, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.
