„დიპლომატია“ – ჰენრი კისინჯერის ეპოქალური ნაშრომის წარდგენა CU კამპუსში

17 დეკემბერი 2021

16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰენრი კისინჯერის ეპოქალური ნაშრომის – „დიპლომატია“ ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართა.

 

პრეზენტაცია სიტყვით გახსნა კავკასაიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ. 

 

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, გიორგი ბადრიძემ, რომელიც მსმენელის წინაშე სიტყვით წარდგა და წიგნის შესახებ ისაუბრა. 

 

„დიპლომატია“ კისინჯერის ყველაზე მონუმენტური ნაშრომია, რომელშიც ის ღრმად აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას და ხსნის სახელმწიფოების ქცევის მიზეზებსა და პრინციპებს. მიუხედავად მკითხველის მრწამსისა და კისინჯერის ფიგურისადმი დამოკიდებულებისა, „დიპლომატია“ პრაქტიკულად სავალდებულო საკითხავია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და ისტორია.

 

წიგნი საქართველოში ამერიკის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში გამოიცა .

 

პრეზენტაციას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.