8-11 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, ქალაქ გლასგოში, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფოები, EAIE-ის (European Association for International Education) ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე იმყოფებოდა.
კავკასიის უნივერსიტეტს, ევროპის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, წარმოადგენენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძე.
კავკასიის უნივერსიტეტი EAIE-ის გამოფენაზე ყოველწლიურად სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობს და სხვადასხვა ფორმატში მართავს შეხვედრებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია 80-ზე მეტ ახალ უნივერსიტეტს შეხვდა თანამშრომლობის განვითარების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით.
EAIE-ს კონფერენციამ წელს 7300-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უმასპინძლა 100-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიების მიზანი კი საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი შესაძლებლობების წახალისებაა.
