საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

15 მარტი 2024

15 მარტს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია.

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს ტრადიციულად კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარეს. აბიტურიენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 29 მარტს, 16:00 საათზე, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.