26 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი” 2026 გაზაფხულის სემესტრის ლიგის ფინალი.
საფინალო შეხვედრა გახსნა გიორგი ნიშნიანიძის მამამ, მამუკა ნიშნიანიძემ. ტურნირი ეძღვნება გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) ხსოვნას და ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების მონაწილეობით.
- ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „BLAUGRANA”
- მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (CSA) გუნდმა „PANENKA”
- მესამე ადგილი – კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „PATCHKORA“.
ფინალური შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატის სპონსორმა „Ambassadori Group”-მა გამოავლინა საუკეთესო მოთამაშე ლევან იახტნიშვილი (CSA PANENKA), რომელსაც გადაეცა ორკაციანი ვაუჩერი Ambassadori Kachreti-ში.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 1000, 750 და 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი.
თამაშებს უძღვებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.
ჩემპიონატის სპონსორები იყვნენ: Coca-Cola Bottlers Georgia, Red Bull, Ambassadori Group.
