თუ თქვენ გაინტერესებთ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურები, გვსურს გაცნობოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ უფასოდ მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია ამ საკითებზე.
რა საკითხებზე შეგიძლიათ კონსულტაციის მიღება?
იურიდიული კლინიკის ფარგლებში მიიღებთ ინფორმაციას:
- ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურების შესახებ;
- ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;
- განაცხადის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
სად და როდის შეგიძლიათ კონსულტაციის მიღება?
კონსულტაციები გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში (C23 ოთახი):
- სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი: 19:00–22:00 საათი;
- შაბათი: 10:00–13:00 საათი.
მნიშვნელოვანია: კონსულტაციები სრულიად უფასოა და წინასწარ ჩაწერას არ საჭიროებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:
ელფოსტა: [email protected]
გელოდებით კავკასიის უნივერსიტეტში!
