კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაიმართა ქართული ენის ლექცია, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ინტეგრაციის პროცესის გამარტივება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი ქართული სიტყვებისა და ფრაზების გაცნობა.
ლექცია ინტერაქციულ, სათამაშო ფორმატში წარიმართა და აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების აქტიური ჩართულობით ჩატარდა, რომლებმაც პროცესი უფრო საინტერესო გახადეს და სტუდენტებს ქართული ენის საბაზისო ელემენტების ათვისებაში შეუწყეს ხელი.
