ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები სამედიცინო ლაბორატორია მეგალაბს ესტუმრნენ

15 მაისი 2026

14 მაისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამედიცინო ლაბორატორიაში "მეგალაბი".

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს ლაბორატორია, გაეცნენ მის სამუშაო პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლაბორატორიული მომსახურების სპეციფიკას.

 

სტუდენტებს დეტალურად გააცნეს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობა, კვლევების ჩატარების პროცედურები და ხარისხის მართვის სტანდარტები, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობაა.

 

ვიზიტის დასასრულს გაიმართა შეხვედრა კომპანიის დირექტორთან ქეთევან კალანდარიშვილთან, რომელმაც სტუდენტებს უამბო ლაბორატორიის დაარსების, განვითარების ეტაპებისა და კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.