IWA-ის წარმომადგენლების ვიზიტი CU კამპუსში

19 თებერვალი 2020

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს IWA-ის (ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია შეხვდა და კამპუსი დაათვალიერებინა.

 

ღონისძიება „morning coffee-ის“ ფორმატს წარმოადგენდა, რაც საქართველოში მოქმედი ელჩების მეუღლეებისა და ორგანიზაციის წევრი ქალების გამასპინძლებას გულისხმობდა ყავითა და ჩაით.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორია, სადაც კახა შენგელიამ მათ კავკასიის უნივერსიტეტზე ინფორმაცია მიაწოდა და პროფესორ მზია მიქელაძის შესახებ ესაუბრა.