კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი "წითელი ხიდის" სამოქალაქო განვითარების სკოლას ესტუმრა

18 მარტი 2023

18 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, მარნეულში, სამოქალაქო განვითარების სკოლას ესტუმრა.

 

ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის პრეზიდენტი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო - ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის განათლების ხელშეწყობა. ახალგაზრდებმა CU-ის პრეზიდენტს გაუზიარეს პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები და ალტერნატივები.

 

შეხვედრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ წარმომადგენლები სტუმრებს ტრადიციული აზერბაიჯანული კერძებით გაუმასპინძლდნენ.