კახა შენგელიამ CU-ის საპატიო დოქტორები დააჯილდოვა

1 აგვისტო 2026
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 2026-ის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.
 
საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: მალთეფეს უნივერსიტეტის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ისმეთ დინდარ-მიქელაძეს, კეიპ პენინსულას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (CPUT) ვიცე-კანცლერს და რექტორს კრის ნჰლაპოს, ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარს ლუიჯი მაგაროტოს.
 
აღსანიშნავია, რომ საპატიო დოქტორის წოდებას კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მათ მიერ განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის.