კახა შენგელიამ უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო პროგრამაზე მოხსენება წარდგინა თემაზე: „Impactful Leadership for Rectors & University Executives“

15 ივნისი 2026

13-15 ივნისს, ალმათიში, ყაზახეთში, Almaty Management University-ში გაიმართა “Impactful Leadership for Rectors & University Executives”-ის პროგრამა.

 

პროგრამა განკუთვნილი იყო ცენტრალური აზიის რეგიონის უნივერსიტეტების პრეზიდენტებისთვის, რექტორებისთვის, ვიცე-რექტორებისთვის და უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის. ღონისძიება განხორციელდა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) და Higher Education Strategy Associates-ის პარტნიორობით.

 

პროგრამა მიზნად ისახავდა უნივერსიტეტების ლიდერებისთვის თანამედროვე უმაღლესი განათლების გამოწვევების, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მმართველობისა და უნივერსიტეტების საზოგადოებრივი გავლენის გაძლიერების საკითხებზე გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს რეალურ ინსტიტუციურ გამოწვევებზე, განიხილეს ლიდერობის თანამედროვე მიდგომები და უნივერსიტეტების განვითარების პრაქტიკული გადაწყვეტილებები.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სპიკერის სტატუსით მონაწილეობდა სესიაში “Leadership Conversation: Personal Leadership of the Rector”.

 

სესიის ფარგლებში განხილული იყო რექტორის პირადი ლიდერობის მნიშვნელობა თანამედროვე საუნივერსიტეტო მმართველობაში, ლიდერის პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის მომავლისა და აკადემიური საზოგადოების წინაშე, ასევე სერვისული ლიდერობის როლი ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

 

კახა შენგელიამ მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება უნივერსიტეტის მართვის, საერთაშორისო განვითარების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ლიდერობის მიმართულებით.