კავკასიის უნივერსიტეტის წარმატება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო საგრანტო კონკურსში

24 დეკემბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული პროფესორის, ისტორიის დოქტორის ბუბა კუდავას მიერ წარდგენილმა პროექტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

დაფინანსება მოიპოვა შემდეგმა პროექტებმა:

  1. აკაკი კლიმიაშვილი, მასალები XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ისტორიისათვის – მორიგე ლაშქარი
  2. პლატონ იოსელიანი, თხზულებანი
  3. ელისაბედ ერისთავის მემუარები

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის“ საბოლოო შედეგები.