საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Preventive Medicine Reports” (გამომცემელი Elsevier) გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ჩახუნაშვილის სტატია “Screen time and autism like behavior: Cross-sectional study from Georgia”.
იხილეთ სტატიის ბმული.
Chakhunashvili, K., Chakhunashvili, D. G., Sangaranachiar, C. K. M., & Sangaranachiar, S. S. M. M. (2026). Screen time and autism like behavior: Cross-sectional study from Georgia. Preventive Medicine Reports, 103503.
https://doi.org/10.1016/j.pmedr.2026.103503 | Google Scholar | PubMed | Link |
Elsevier, H-Index 66, SJR Q1, Scopus CiteScore 4.7
ჟურნალი „Preventive Medicine Reports“ სიმაგოს ჟურნალების რეიტინგით (SJR - SCImago Journal Ranking) მიეკუთვნება Q1-დონეს (H-Index 66), ასევე ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 4.7
იხ. https://www.scopus.com/sourceid/21100372295
რეზიუმე
წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის ადრეულ ასაკში ეკრანთან გატარებული დროის (ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი) გავლენას ბავშვის ნეიროგანვითარებაზე, კერძოდ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის სკრინინგის მაჩვენებლებზე. ადრეული ბავშვობა კრიტიკული პერიოდია შემეცნებითი, სოციალური და მეტყველების უნარების ჩამოსაყალიბებლა,რაზეც გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კვლევა ჩატარდა 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის იანვრამდე პერიოდში 16-დან 30 თვემდე ასაკის ბავშვების მშობლების/მომვლელების გამოკითხვის გზით. აუტიზმის სკრინინგის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია - M-CHAT-R/F (Modified Checklist for Autism in Toddlers, Revised with Follow-Up).
ძირითადი მიგნებები:
- ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული საშუალო დღიური დრო პირდაპირკავშირშია M-CHAT-R/F სკრინინგის მაღალ ქულებთან.
- 12 თვემდე ასაკშიეკრანთან კონტაქტი მნიშვნელოვნად ზრდის აუტიზმის სკრინინგის დროს საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფში მოხვედრის ალბათობას.
- აღნიშნული კავშირი ძალაში რჩება სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინების/კორექტირების შემდეგაც.
- ბავშვის განვითარების პირველი წელი წარმოადგენს ნეიროგანვითარების ყველაზე მგრძნობიარე ფაზას ეკრანული გავლენების მიმართ.
კვლევამ აჩვენა, რომ როგორც ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, ისე ეკრანთან ადრეულ ასაკში (კერძო, 1 წლამდე) კონტაქტის დაწყება, ასოცირდება აუტიზმის სკრინინგის მაღალ რისკ-ქულებთან. მიღებული შედეგები ამყარებს თანამედროვე პედიატრიულ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვილობის ასაკში ეკრანის გამოყენებისგან თავის შეკავებას მოითხოვს.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომასა და ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლა. ეს აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად, რათა მან ეფექტურად მართოს კომპლექსური, მულტისისტემური დაავადებები.
ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი
კავკასიის უნივერსიტეტი
