მარნეულის N2 საჯარო სკოლის სპექტაკლი: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენგანა“

8 ივნისი 2026

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლის - ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლა -  მოსწავლეების სპექტაკლი: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენგანა“ გაიმართა.

 

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

 

სპექტაკლი მოგვითხრობდა საქართველოს მდგომარეობის შესახებ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს; ილიას მოღვაწეობას; მის მკვლელობას და შემოქმედების ძირითად ასპექტებს.

 

პიესის მთავარი პერსონაჟები: ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ასევე ბოლშევიკები -  ფილიპე მახარაძე და  ილიკო იმერლიშვილი.

 

სცენარი ეყრდნობოდა შსს-ის საარქივო მასალებს.