კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე - “აზიურ მარკეტზე გაფართოების შესაძლებლობები - იაპონური სტარტაპ ეკოსისტემის გამოცდილება“.
შეხვედრის მოწვეული სპიკერი იყო ბუნჰო კოჰი (Boonho Koh) - იაპონური კომპანია Tsucrea Co. Ltd-ის ინკუბაციის მენეჯერი, ბიომედიცინის ინჟინერიის დოქტორი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტარტაპების განვითარების, ტექნოლოგიური ინოვაციების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მიმართულებით.
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
▪️ აზიის ბაზრებზე გაფართოების სტრატეგიების შესახებ;
▪️ იაპონიის სტარტაპ ეკოსისტემის თავისებურებების შესახებ;
▪️ საერთაშორისო პარტნიორობებისა და ქსელების მნიშვნელობის შესახებ;
▪️ ქართულ და იაპონურ სტარტაპებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, ბუნჰო კოჰიმ ასევე შეხვედრა გამართა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი სვანიძესთან. შეხვედრისას განხილულ იქნა ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, განხორციელებული პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის იაპონურ ინოვაციურ ეკოსისტემასთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.
მასტერკლასი ჩატარდა პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საერთაშორისო ქსელების განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.
