მედია დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის

23 ივნისი 2019

16-23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები ქეთევან კანთელაძე, ირინა მუგდუსი და ავდინა ჯაოშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის - „მედია დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ლუცკში, უკრაინაში.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის მონაწილე ქვეყნებში (გერმანია, საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი) არსებული პოლიტიკური და სოციალური მედიის პრობლემების განხილვა იყო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გადანაწილდნენ დებატების, აუდიო-ვიზუალურ და ფოტო/ბლოგის სამუშაო ჯგუფებში.

 

დებატ-ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სიძულვილის ენა, კონფლიქტების გაშუქება მედიაში, ყალბი ინფორმაცია, პროპაგანდა. მონაწილეები პროექტის ფარგლებში შეხვდნენ პოლონეთის ვიცე კონსულს, უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს.

 

აუდიო/ვიზუალურმა ჯგუფმა მოამზადა ვიდეო მასალა, ხოლო ფოტო/ბლოგის ჯგუფმა შექმნა შესაბამისი მასალა, რომელშიც ასახულია ზემოთხსენებული ორივე ჯგუფის სამუშაო პროცესი.

 

პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 29 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით, რომელიც გაიმართება ქალაქ თბილისში, საქართველოში.