შეხვედრა PwC Georgia - ის წარმომადგენლებთან

8 მარტი 2024

7 მარტს, დიდი ოთხეულის შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში, PwC Georgia-ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ კომპანიაში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

 

პრეზენტაციას უძღვებოდნენ: PwC Georgia-ის ადამიანური რესურსების საკითხების მართვის ხელმძღვანელი, აუდიტორული განყოფილების უფროსი მენეჯერი და აუდიტორული განყოფილების უმცროსი კონსულტანტები.

 

შეგახსენებთ, რომ PwC Georgia ერთ-ერთი წამყვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე.