17 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსს მერი ხვიჩიას და კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე ნაკადის ელჩებს შორის გაცნობითი ხასიათის ფორმალური შეხვედრა გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით დაინერგა და CU-ის ცხრავე სკოლის 35 გამორჩეულ სტუდენტს აერთიანებს.
ელჩები, რომლებიც განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების, მრავალფეროვანი ინტერესებისა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებების მიხედვით შეირჩნენ, 1 წლის განმავლობაში ჩართულები იქნებიან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნაში.
შეხვედრის დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ელჩებს მათთვის სპეციალურად დამზადებული ბრენდირებული მაისურები და პინები გადასცა.
