ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წითელ ხიდთან''

22 დეკემბერი 2023

23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წითელ ხიდს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წითელი ხიდის'' დირექტორმა  ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ.

 

ურთიერთშეთანხმების მიზანია, მხარეთა თანამშრომლობა ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობის, მათი განვითარებისა და ამ ჯგუფში უმაღლესი განათლების პოპულარიზაციის მიზნით.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების და მიმდინარე სიახლეების შესახებ. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.