საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მცხეთა-მთიანეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე - მცხეთაში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა პროგრამის განმავლობაში მათ მიერ განვითარებული ინოვაციური ბიზნეს იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს. დემო დღეზე საკუთარი იდეა თორმეტმა სტარტაპ გუნდმა წარადგინა, რომლებმაც 4 კვირის განმავლობაში მენტორების მხარდაჭერით იმუშავეს იდეების დახვეწაზე, ბიზნეს მოდელის განვითარებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე.
დემო დღის ფარგლებში, მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
- თეო ჩუხრუკიძე – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების მენეჯერი;
- ლევან მერებაშვილი - SAIT-ის დამფუძნებელი და CEO, GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული;
- შალვა ბიჭიაშვილი - „ფიტოტესტერის“ დამფუძნებელი და აღმარსულებელი დირექტორი, GITA-ს 25 000 ლარიანი და 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსების გამარჯვებული.
დემო დღის დასასრულს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი -Janux.
გამარჯვებული გუნდი გახდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი. აღნიშნული სტატუსი გუნდს შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპის განვითარების შემდგომ ეტაპებზეც ისარგებლოს ცენტრის მხარდაჭერით, მათ შორის მენტორინგით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და სხვადასხვა რესურსზე წვდომით. ამასთანავე, გამარჯვებულ გუნდის წევრებს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრისგან გადაეცა ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები და ბრენდირებული ნივთები.
პროგრამა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.
