კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი Forbes 30 Under 30 Georgia-ს გამარჯვებული გახდა, სოციალური გავლენის მიმართულებით.
ნინო პროფესიით ტურიზმის მენეჯერია და წლებია სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. ჯილდო კი, სხვა მიმართულებებთან ერთად, მის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოს - „თიგის სახლის“ საქმიანობას უკავშირდება.
„თიგის სახლი“ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში მდებარეობს და მისი საქმიანობა ემსახურება ადგილობრივი თემის განვითარებას, ქალების გაძლიერებას, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პასუხისმგებლიანი ტურიზმის განვითარებას.
ნინო 5 წელზე მეტია ასევე ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში და ცდილობს, საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება და განვითარების მოტივაცია მომავალ თაობასაც გადასცეს.
ვულოცავთ ნინოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას!
