კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა

18 ივნისი 2026

17 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა.

 

დაცვაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემატიკის ნაშრომები: ბავშვების გავლენა მოგზაურობის დაგეგმვის დროს, ქუჩის მუსიკის როლი და მისი გავლენა ტურიზმზე, სოციალური მედიის გავლენა ტურისტების არჩევანზე, სპორტული ღონისძიებები ტურიზმში, მოტოსპორტული ტურიზმი Isle of Man TT-ის მაგალითზე, ომის გავლენა ტურიზმზე, ოჯახური ტურიზმი საქართველოში, ციფრული ტექნოლოგიები როგორც მუზეუმის გამოცდილების განვითარების ინსტრუმენტი: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს რეალობა, არასტაბილური გარემოს გავლენა ტურიზმზე.

 

კომისიის წევრები იყვნენ: ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, კავკასიის ტურიზმის სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, თორნიკე ფურცელაძე კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: ლევან წიქარიშვილი და ლალი ოქროშიძე და ასევე სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ნატო რობიტაშვილი.

 

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა წარიმართა საჯარო ფორმატში და კომისიის წევრების გარდა მას ესწრებოდნენ სხვა დაინტერესებული პირები.